ახალი ამბები

სააკაშვილის სასამართლო პროცესი მის გარეშე მიმდინარეობს

22 დეკემბერი, 2021 •
სააკაშვილის სასამართლო პროცესი მის გარეშე მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდეტნის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ადვოკატების თქმით, მიხეილ სააკაშვილი სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ესწრება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ეს არის მე-5 სისხლის სამართლის საქმე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში. ორ საქმეზე მას პატიმრობა აქვს შეფარდებული. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი გასამართლებულია სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით და ვალერი გელაშვილის საქმეზე. გამოძიება გრძელდება 7 ნოემბრის და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის (ე.წ. პიჯაკების საქმე) საქმეებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი