ახალი ამბები

რიკოთზე, რკინის საამქროში, კონსტრუქცია ჩამოიშალა, სავარაუდოდ, არის მსხვერპლი

22 დეკემბერი, 2021 • 1717
რიკოთზე, რკინის საამქროში, კონსტრუქცია ჩამოიშალა, სავარაუდოდ, არის მსხვერპლი

აღმოსავლთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე, რიკოთის უღელტეხილზე, სადაც ახალი მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს, რკინის საამქროში კონსტრუქცია ჩამოინგრა.

ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო სამსახურები და სასწრაფო. ნეტგაზეთის რეპორტიორის ინფორმაციით, თვითმხილველები საუბრობენ დაშავებულებსა და შესაძლო მსხვერპლზეც.

„მთვარი არხის“ ცნობით, დაღუპულია სამი ადამიანი.

ნეტგაზეთი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს სახელმწიფო უწყებებისგან.

[მასალა განახლდება]

მასალების გადაბეჭდვის წესი