ახალი ამბებირეკლამა

პარტნიორი კურიერებისთვის, Glovo-მ საგზაო უსაფრთხოების ტრენინგები დაიწყო

21 დეკემბერი, 2021 • 1380
პარტნიორი კურიერებისთვის, Glovo-მ საგზაო უსაფრთხოების ტრენინგები დაიწყო

Glovo-მ, „აღმოსავლეთის ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისთვის“ (EASST) და „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ორგანიზაციებთან ერთად თბილისში ტრენინგებისა და ვორქშოფების სერია დაიწყო.

ეკონომიკური პროცესებისა და COVID-19 პანდემიის რეალობაში, მიწოდების სერვისი მთელ მსოფლიოში ფართოვდება. ამის პარალელურად, მნიშვნელოვნად იზრდება მოტოციკლებისა და მოპედების რიცხვი. სწორედ ეს ადამიანები, ეს მძღოლები ქმნიანგიგეკონომიკის“ მნიშვნელოვან ნაწილსისინი დასაქმებულნი არიან არაფორმალურად, რომელთა საქმიანობის საფუძველი მოთხოვნაა“.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელს აქვს თავისი უპირატესობები, ეს ნიშნავს, რომ მძღოლები არ იღებენ რაიმე სახის გარანტიებსა და ტრენინგებს, როდესაც საქმე საგზაო უსაფრთხოებას ეხება. მოტოციკლეტებისა და მოპედების მომხმარებლები, საგზაო შემთხვევების მხრივ, ყველაზე დაუცველთა შორის არიან – ავარიის დროს, ინციდენტის ლეტალური დასასრული 27-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე მანქანის მძღოლების შემთხვევაში. ამავდროულად, 3-დან 1 საგზაო ავარია ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები სამუშაო მიზნებისთვის მოძრაობენ.

ესპანური მიწოდების პლატფორმა Glovo, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 25 ქვეყანაში ოპერირებსმათ შორისაა EASSTის პარტნიორი 7 ქვეყანა – აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის მოგვარებაზე. შეგახსენებთ, რომ Glovo-ს ინიციატივა კურიერებისთვის“ მიზნად ისახავს გაზარდოს კურიერებისთვის სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობა, დაიცვას მათი უსაფრთხოება და შესთავაზოს სხვადასხვა შეღავათი. 

Glovo-მ „აღმოსავლეთის ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისთვის“ (EASST) დაპარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ორგანიზაციებთან ერთად, თბილისში ტრენინგებისა და ვორქშოფების სერია დაიწყო. პირველ ეტაპზე, საგზაო უსაფრთხოების 10 ტრენინგი Glovo-ს 300 პარტნიორი კურიერისთვის ჩატარდა. საპილოტე პროგრამის მიზანია  მოტოციკლეტისა და მოპედის მძღოლების პრაქტიკული ცოდნის გაუმჯობესება; მძღოლების სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება საგზაო მოძრაობის დროს;  უსაფრთხო მობილობის სტანდარტების გაცნობა და მათთვის საჭირო ტექნიკური დეტალების შეთავაზება. ამასთან ერთად, ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციას თუ როგორ უნდა ჩატარდეს ძირითადი ყოველდღიური და ყოველკვირეული შემოწმება; როგორ ხდება საფრთხის იდენტიფიცირება და როგორ გაუმკლავდნენ არასასურველი ამინდის პირობებს. 

გარდა ამისა, ტრენინგის ფარგლებში, ყველა მძღოლმა მიიღო ახალი ჩაფხუტი და საწვიმარი ქურთუკი.

საქართველო ერთერთი პირველი ქვეყანაა, სადაც Glovo-ს ახალი ინიციატივა, „კურიერებისთვის“ ამოქმედდა. 2023 წლის ბოლომდე, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც კომპანია ოპერირებს, ინიციატივა 240 000 პარტნიორ კურიერს შეეხება.

აუცილებელია სკუტერისა თუ მოპედის ყველა მძღოლს შევახსენოთ ეს ინფორმაცია. შესაძლოა მათ სალიცენზიო გამოცდები ჩააბარეს ან თავადაც ისწავლეს, მაგრამ დროდადრო შეხსენება მნიშვნელოვანია. ახლა გავიხსენებთ ყველაფერს, რაზეც დიდხანს ვსაუბრობდითGlovo-ს მძღოლი, თბილისი.

მოხარულები ვართ, რომ მიმდინარე ტრენინგებზე Glovo-ს  მძღოლების აქტიური ჩართულობაა. ვორქშოფები მათ მისცემს იმ საჭირო უნარჩვევებს, რაც ყოველდღიური საფრთხის თავიდან აცილებისთვისაა საჭირო. საბოლოო ჯამში, ეს ტრენინგები და ვორქშოფები მომგებიანი იქნება როგორც საზოგადოებისთვის, ასევე სხვა მძღოლებისთვისთვისაც. ეს ინიციატივა ნათლად აჩვენებს, რომ კერძო ბიზნესს შეუძლია გაიზარდოს, იზრუნოს და არ წავიდეს კომპრომისზე, როდესაც საქმე მათი თანამშრომლების უსაფრთხოებას ეხება“ –  პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი