ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილმა საავადმყოფოდან მხარდამჭერებს მიმართა

21 დეკემბერი, 2021 • 1441
მიხეილ სააკაშვილმა საავადმყოფოდან მხარდამჭერებს მიმართა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალთან შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. ის პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მოათავსეს.

“მეგობრებო, მთავარია ერთიანობა, უკან არდახევა, შეტევა ბოლომდე, არშეშინება… ნუ გეშინიათ ნურავითარი რეპრესიების. მე არ მეშინია, ვიბრძვი ბოლომდე… რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გვიქნან, მაინც უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა. გავათავისუფლოთ დიქტატურისგან. თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს, მთავარია ერთობა, მთავარია არ ჩამოვუშვათ ხელები, მთავარია მივაწვეთ ბოლომდე და ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროპაში, როგორც მოწინავე ქვეყანა. არავის მაჩანჩალა ჩვენ არ ვართ, არავის დასაჩაგრი არ გვჭირს”, – თქვა სააკაშვილმა.

კლინიკის გარეთ ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები მისთვის დაბადების დღის მისალოცად შეიკრიბნენ. მათ ადგილზე მიიტანეს სააკაშვილის მხარდამჭერი პლაკატები და გაუშვეს მფრინავი ფარნები.

მასალების გადაბეჭდვის წესი