ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“მსგავსი განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის არ ყოფილა” | ფაშინიანი საქართველოში

20 დეკემბერი, 2021 • 1602
“მსგავსი განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის არ ყოფილა” | ფაშინიანი საქართველოში

“მე და პრემიერი ღარიბაშვილი უკვე ოთხჯერ შევხვდით, მსგავსი განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის არ ყოფილა და ეს საფუძველია იმისა, რომ შევძლოთ ეკონომიკური ურთიერთობების ახალი დონის განსაზღვრა და ჩვენი ურთიერთობების ტრადიციული დონე უფრო ავამაღლოთ”, – განაცხადა სამუშაო ვიზიტით საქართველოში მყოფმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი შეფასებით, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა ურთიერთნდობა, რომელიც დამყარებულია ხალხების ისტორიულ მეგობრობაზე.

„მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ურთიერთობების ადამიანურ და ემოციურ სფეროს. ეს ეხება არა მხოლოდ ჩემსა და ბატონ ღარიბაშვილს შორის ურთიერთობებს, არამედ თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის. ჩვენი ხალხები ცხოვრობენ მეგობრულად და ეს ხდება არა იმიტომ, რომ ჩვენს მთავრობებს აქვთ ოფიციალური, არამედ ადამიანური ურთიერთობა. ჩვენ ეს ნდობა უნდა გავაღრმაოთ. სომხეთისა და საქართველოს ხელმძღვანელების შეხვედრები პერიოდულია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ურთიერთობების მრავალი სფერო განვიხილოთ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი