ახალი ამბები

ხანძრის მიზეზებზე გამოძიება დაიწყო

16 თებერვალი, 2010 •
ხანძრის მიზეზებზე გამოძიება დაიწყო

აჭარაში, გონიოსა და კვარიათის მახლობლად ხანძრის ჩაქრობა წუხელ ღამის 4 საათზე მოახერხეს.

 დამწვარია რამდენიმე  ჰექტარი ტყე, თუმცა  აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილე, მალხაზ კალანდაძე, ვერ აკონკრეტებს ზუსტად რამდენი ჰექტარი ტყე განადგურდა და აცხადებს, რომ ამას შესწავლის შემდეგ დაადგენენ.

 ხანძარი ხელაჩაურის რაიონში გუშინ გაჩნდა. მის ლიკვიდაციაში სახანძრო და სამაშველო სამსახურის ყველა დანაყოფი მონაწილეობდა. თუმცა სიტუაციას ქარი ართულებდა და ხანძარმა დასახლებული ტერიტორიიდან 15–100 მეტრამდეც მიაღწია.

 ხანძრის მიზეზად მალხაზ კალანდაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას მოსახლეობის დაუდევრობა დაასახელა.

 აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მოკვლევას ხელვაჩაურის რაიონის საგამოძიებო ორგანოები აწარმოებენ.

 ამ ტერიტორიაზე ხანძარი 2004 წელსაც გაჩნდა და რამდენიმე ჰექტარი ტყე განადგურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი