ახალი ამბები

ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა – ექიმი

20 დეკემბერი, 2021 • 2133
ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა – ექიმი

ვაზისუბანში საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა, მძიმედ დაშავდა ერთი ადამიანი.

შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარეობს მიზეზების მოკვლევა, მათ შორის, გახდა თუ არა აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება.

ამ ეტაპზე ადგილზე მუშაობენ მაშველები.

რაც შეეხება დაშავებულს, ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა და ამჟამად რეანიმაციაში მკურნალობს.

„მისი დიაგნოზია სხეულის თერმული დამწვრობა 60%, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების დამწვრობა“ ,- თქვა ჟურნალისტებთან ექიმმა თეა უროტაძემ.

მთავარი ფოტო: მთავარი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი