ახალი ამბები

სურამში აქცია გაიმართა მაგისტრალის მშენებლობაზე მუშის დაღუპვის შემდეგ

18 დეკემბერი, 2021 • 1239
სურამში აქცია გაიმართა მაგისტრალის მშენებლობაზე მუშის დაღუპვის შემდეგ

სურამში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული პირის გარდაცვალებას დასაქმებულების საპროტესტო აქცია მოჰყვა.

სურამში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული ახალგაზრდა მამაკაცი 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

„რუსთავი 2-ის“ ცნობით, გარდაცვლილს, – 33 წლის კაცს, რომელიც ხიდის კონსტრუქციიდან, სიმაღლიდან გადავარდა, – 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

„ნეტგაზეთს“ შსს-ში დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ სურამში დასაქმებული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

240-ე მუხლი სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც პირის გარდაცვალება გამოიწვია.

მეორე დღეს, 18 დეკემბერს, ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს და შრომისას უსაფრთხოების ზომების დაცვა მოითხოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი