ახალი ამბები

პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

17 დეკემბერი, 2021 • 1387
პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მხარი დაუჭირა. 17 დეკემბერს გამართულ კენჭისყრაზე ძირითადი ფინანსური დოკუმენტი 78 ხმით მიიღეს. წინააღმდეგ წავიდა 1 დეპუტატი.

ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პარამეტრები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გათვალისწინებულია 6 %-ის ოდენობით და ნომინალში 65 მლრდ ლარს შეადგენს;
  • დეფიციტის მაჩვენებელი განსაზღვრულია 4,2 %-ით, ხოლო ასიგნებები 19 მილიარდ 171 მილიონ ლარს აღწევს;
  • საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 643 მლნ ლარით;
  • მიმდინარე ხარჯები — 14.8 მლრდ ლარით;
  • კაპიტალური ხარჯები — 5.9 მლრდ ლარით;
  • ბიუჯეტის შემოსულობების ოდენობა — 19 362,6 მლნ ლარით.

“2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებად ისევ ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური პროგრამები, განათლების სფერო და ინფრასტრუქტურული პროექტები წარმოადგენს.

მომავალი წლისთვის დაგეგმილია როგორც სტატუსის მქონე პედაგოგების ხელფასების მატება, ასევე პენსიების ზრდა და ომისა და სამხედრო ვეტერანებისთვის სახელმწიფო გასაცემლების ოდენობის მატებაც”, — აცხადებენ პარლამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი