ზუგდიდში, “ჯიპისის” აფთიაქში ავტომობილი შევარდა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და საქმე, სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაკვალიფიცირდება.
დაშავებული არავინ არის. წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლი ცუდად გახდა და საჭე ვერ დაიმორჩილა. ჩამსხვრეულია აფთიაქსი მინები.
ფოტოკოლაჟი აწყობილია ოდიში.ტვ-ის ფოტოებით