აზერბიჯანული მხარის ცნობით, 2020 წლის ყარაბაღის ომის შედეგად დაკავებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი აზერბაიჯანელები სისტემატურად ფეთქდებიან არსებულ ნაღმებზე, 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით, 73 მშვიდობიანი მოქალაქე აფეთქდა, მათ შორის 24 გარდაიცვალა.
დიდი ბრიტანეთის ფინანსური მხარდაჭერით, 2021 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა ყარაბაღის ომის შემდეგ დაკავებული ტერიტორიების 14 ათასი კვ. ფართობზე განნაღმვითი სამუშაოები დაიწყო.
ამ დრომდე, ოფიციალური ინფორმაციით, განნაღმვითი სამუშაოები 20 ათას ჰექტარზე ჩატარდა. სულ ნაპოვნი და გაუვნებელყოფილია 27 ათასი ნაღმი. სამუშაოებს აზერბაიჯანი თურქ სპეციალისტებთან ერთდ ატარებს.
2021 წლის 12 ივნისს სომხეთმა 15 სამხედრო ტყვეს სანაცვლოდ აზერბაიჯანულ მხარეს აღდგამის რაიონში 97 ათასი ანტისატანკო და საფეხმავლო ნაღმების რუკები გადასცა, თუმცა, ბაქო სომხური მხარისგან დამატებით რუკებს ითხოვს.

განაღმვითი სამუშაოები ომის შემდეგ დაკავებულ ტერიტორიებზე; ფოტო: ნეტგაზეთი, 2021