ახალი ამბები

დისტანციურ სწავლებაზეა 89 სკოლა და 398 კლასი – განათლების სამინისტრო

12 დეკემბერი, 2021 • 1380
დისტანციურ სწავლებაზეა 89 სკოლა და 398 კლასი – განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 89 სკოლა და 398 ცალკეული კლასი. სამინისტროს ცნობით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი თანდათან იკლებს.

ამასთან, დისტანციურ სწავლებაზეა რისკის ჯგუფის 110 მასწავლებელი, ბოლო ერთი კვირის მონაცემებით კი შემცირებულია ინფიცირებულ პედაგოგთა რიცხვი.

“სკოლებში შექმნილია უსაფრთხო გარემო და მაქსიმალურად არის დაცული ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებლებს, ბოლო 7 დღის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებლების 0.6%-ს დაუდასტურდა, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს დაუდასტურდა.

სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71.7%-ია აცრილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი