“სტრატეგია აღმაშენებელი” ALDE-ს (ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი ევროპისთვის) წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებელი” ავრცელებს.
აერთიანებს 70 სხვადასხვა პარტიას ევროპის რეგიონის 44 ქვეყნიდან. ALDE პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებს შორისაა 69 ევროპარლამენტარი.
ევროპარლამენტში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიასთან – „წინ რესპუბლიკა“ ერთად ქმნის პოლიტიკურ ჯგუფს „განაახლე ევროპა“ (Renew Europe). Renew Europe სიდიდით მესამე პოლიტიკური ჯგუფია ევროპარლამენტში, მემარჯვენე- ცენტრისტების ევროპის სახალხო პარტიისა ( EPP) და მემარცხენე-ცენტრისტების სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის ( S&D) შემდეგ.








