ახალი ამბები

ვკითხე უკრაინაში დაბუნებაზე და მივიღე ისეთი რისხვა, ძალიან არ მოეწონა – ალასანია სააკაშვილზე

11 დეკემბერი, 2021 •
ვკითხე უკრაინაში დაბუნებაზე და მივიღე ისეთი რისხვა, ძალიან არ მოეწონა – ალასანია სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ჰკითხა და პასუხად „რისხვა“ მიიღო.

ამის შესახებ გიული ალასანიამ დღეს, 11 დეკემბერს, ჟურნალისტებს სააკაშვილთან შევხვედრის შემდეგ განუცხადა.

„ინტერესის გათვალისწინებით გავბედე და ვკითხე უკრაინაში დაბუნებაზე და მივიღე ისეთი რისხვა – შენ მე ვინ გგონივარ? მე აქ, ჩემს ქვეყანაში, რისთვის ჩამოვედი, რომ კიდევ სადღაც გავიდეო? მოკლედ, ჩემგან ეს ძალიან არ მოეწონა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გიული ალასანის თქმით, მას თავისა და კუნთების ტკივილი აწუხებს და აქვს უძილობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი