ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში მედიის პასუხისმგებლობის საკითხზე კანონში ცვლილებებს იხილავენ

10 დეკემბერი, 2021 • 1041
სომხეთში მედიის პასუხისმგებლობის საკითხზე კანონში ცვლილებებს იხილავენ

სომხეთის პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მედიის პასუხისმგებლობას ყალბი, შეუარცხმყოფელი და ცილისწამების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისთვის.

ამასთან, კანონპროექტის შესაბამისად, კანონში შემოდის ახალი ტერმინი “არაიდენტიფიცირებული წყარო”.

მედიაგამოცემა hetq.am-ის ინფორმაციით, მოწინააღმდეგეთა მოსაზრებაზე იმის შესახებ, რომ აღნიშნული პროექტი მედიის საქმიანობის შეზღუდვაა, სომხეთის იუსტიციის მინისტრი კარენ ანდრეასიანი მედიას ახსენებს მის “მთავარ მისიას” იმის შესახებ, რომ საზოგადოებას “ობიექტური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს” და კანონში ცვლილებები მხოლოდ იმ მედიებს შეიძლება აწუხებდეს, ვინც დეზინფორმაციის გავრცელებას ცდილობს და პასუხისმგებლობას გაურბის.

“თუ არ გინდათ პასუხი აგოთ ცილისწამებისთვის, მაშინ მიუთითეთ წყარო, რომლის ინდენტიფიცირებაც შეიძლება”, – აცხადებს სომხეთის იუსტიციის მინისტრი.

სომხეთში მომუშავე ჟურნალისტები, 20 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლების მიერ მედიის მიმართ დაწესებულ შეზღუდვებზეც საუბრობენ, მათ შორის, პარლამენტში მუშაობის დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი