ახალი ამბები

ვაშინგტონმა უკრაინელ მოსამართლეს სანქციები დაუწესა

10 დეკემბერი, 2021 • 834
ვაშინგტონმა უკრაინელ მოსამართლეს სანქციები დაუწესა

9 დეკემბერს, საერთაშორისო ანტიკორუფციულ დღეს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ოლექსანდრ ტუპიცკი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ტუპიცკი სანქცირებულთა სიაში მოხვდა „განსაკუთრებული კორუფციული საქმიანობებისთვის, რომელიც ასევე მოიცავს ფულად ქრთამსაც, როდესაც იგი უკრაინის მართლმსაჯულების სისტემაში მუშაობდა“.

სანქციებიები შეეხება მის მეუღლეს, ოლგა ტუპიცკასაც.

სანქციის მიხედვით, ყოფილ მოსამართლესა და მის მეუღლეს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ.

ტუპიცკი უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეა. ის სასამართლოში 2013 წლიდან მუშაობს, მაშინ პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იყო.

2021 წლის 27 მარტს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააუქმა ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის 2013 წლის გადაწყვეტილება ტუპიცკის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის შესახებ. იმავე წლის 14 ივლისს უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ტუპიცკის დანიშვნის შესახებ უკანონოდ მიიჩნია. თუმცა ამჟამად ის თანამდებობაზე აღდგენილი არ არის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი