ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება ციხეთა სისტემაში უსაფრთხო არ არის.
„საქართველოს ციხეთა სისტემა არ მიმაჩნია უსაფრთხოდ, რადგან ასეთი ჯანმრთელობის მდგომარეობით სტრესულ გარემოში დაბრუნება იქნება პაციენტისათვის საზიანო“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედის შემდეგ.
მისი განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც მისი თქმით, ჩართულნი იყვნენ სააკაშვილის წინააღმდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში, ან განთავისუფლებულნი უნდა იყვნენ თანამდებობებიდან, ან შეუძლებელია სააკაშვილის დაბრუნება ციხეთა სისტემაში.
მისი განცხადებით, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას წყვეტს თავად მიხეილ სააკაშვილი.
ჯიშკარიანის განცხადებით, სააკაშვილს აღენიშნება გამოფიტვის სინდრომი და გამწვავებული პოსტტრავმული აშლილობა, რაც დაკავშირებულია წამებასთან და არასათანადო მოპყრობასთან.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 9 დეკემბერს, სასამართლო პროცესზე დასწრებას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს.