ახალი ამბები

სახელმწიფო ვალი მშპ-ის 51.1%-მდე შემცირდება – ღარიბაშვილი

6 დეკემბერი, 2021 • 1033
სახელმწიფო ვალი მშპ-ის 51.1%-მდე შემცირდება – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 2022 წლისთვის საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანის შიდა პროდუქტის 51.1%-მდე შემცირდება.

ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს 2021 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, – „ჩვენი ვარაუდით, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ წლის ბოლოს“.

პრემიერის თქმით, ამან მთავრობას საშუალება მისცა, წელს, პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი 1,310 მლრდ ლარით გაეზარდა.

„მთლიანი, ნაერთი ბიუჯეტი იქნება 21.1 მლნრ ლარი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ამას გარდა, ვალის შემცირებაც მოვახერხეთ და 2022 წელს მშპ-სთან მიმართებით 60%-დან შემცირდება 51.1%-მდე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

2020 წელს საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალი, IMF-ის მონაცემებით, იყო მშპ-ის 58.66%, ანუ, თითქმის 29,3 მილიარდი ლარი. 2021 წელს ვალის ოდენობამ კანონმდებლობით დადგეილ ჭერს მიაღწია და 60% შეადგინა.

რამდენიმე კვირით ადრე, 2022 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტში მთავრობა დამატებით 3.1 მილიარდი ლარის ოდენობით საგარეო ვალის აღებას ითვალისწინებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი