„ცნობილი მეცენატი ივანიშვილი“ ისტორიის წიგნში — ხოშტარია პროტესტს აანონსებს

საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ცალკე ქვეთავია გამოყოფილი, სადაც მითითებულია, რომ „ბიძინა ივანიშვილი ცნობილი მეცენატი და ქველმოქმედია“. პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ  პროტესტი უნდა დაიწყოს ისტორიის სახელმძღვანელოში „ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო“. როგორც ხოშტარია პირად ფეისბუკგვერდზე წერს, პროტესტი დაიწყება 6 დეკემბერს და გაგრძელდება სხვადასხვა ფორმით „შედეგის მიღწევამდე“. … ვრცლად „ცნობილი მეცენატი ივანიშვილი“ ისტორიის წიგნში — ხოშტარია პროტესტს აანონსებს