ახალი ამბები

საქართველომ ევროსასამართლოს დროებითი მოსამართლის კანდიდატურა წარუდგინა

12 თებერვალი, 2010 • 1262
საქართველომ ევროსასამართლოს დროებითი მოსამართლის კანდიდატურა წარუდგინა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოს იუსტიციის სამინისტრომ დროებითი მოსამართლის კანდიდადურა უკვე წარუდგინა. აღნიშნული მოსამართლე  სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. საქმის ზეპირი მოსმენა  ნოემბერში იყო ჩანიშნული, თუმცა, ქართველი მოსამართლეების ”მოუცლელობის” მოტივით ის 2 თებერვლისთვის გადაიდო.

პროცესის განხილვა 2 თებერვალს დაინიშნა, მაგრამ  საქართველოდან დანიშნულმა მოსამართლემ  ნონა წოწორიამ ამ საქმის თვითაცილება მოითხოვა.და სასამართლო პროცესი გადაიდო.

სასამართლომ საქართველოს მხარეს ერთი კვირის ვადაში დროებითი მოსამართლის დანიშვნა თხოვა. თუმცა, მაგრამ ამ ვადაში საქართველოს მხრიდან ახალი მოსამართლის დანიშვნა არ მოხდა, რის შემდეგაც ქართულ მხარეს პროცედურით გათვალისწინებული დამატებით კიდევ ერთი თვე – 12 თებერვვლამდე მიეცა.

„ჩვენ მივიღეთ ოფიციალური წერილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოდა, ნონა წოწორიასგან პროცესის თვითაცილების შესახებ, დეტალები არ უცნობებიათ, რატომ მოხდა თვითაცილება „– აცხადებს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურტერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა იოსავა.

მისივე თქმით, დადგენილ ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან  წარდგენილია სტრასბურგის სასამართლოში დროებითი მოსამართლე „ეხლა ველოდებით ამ კანდიდატურის დადასტურებას, სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება. ეს მათი შიდა პროცედურაა.“

იოსავა აცხადებს, რომ მოსამართლის ვინაობა კონფიდენციალურია მანამ, სანამ ევროპის სასამართლო მას არ დაამტკიცებს.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლო საქმეზე სახელწოდებით ”ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” საჯარო მოსმენას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი