ახალი ამბები

თუ არ გჭირდებათ სააკაშვილი საქართველოში, დაგვიბრუნეთ უკრაინაში — ლიზა იასკო

3 დეკემბერი, 2021 • 2216
თუ არ გჭირდებათ სააკაშვილი საქართველოში, დაგვიბრუნეთ უკრაინაში — ლიზა იასკო

უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მოინახულა.

მისი თქმით, სასამართლო პროცესზე გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის მრავალი წლით დაპატიმრება და მოკვლა სურს.

“ჩვენი შეხვედრის დროს რამდენჯერმე ცუდად იგრძნო თავი და წამოწვა. სამწუხაროდ, სუსტადაა. მოკითხვას უგზავნის განსაკუთრებით ჟურნალისტებს, რომლებიც ამ ცივ ამინდში გარეთ დგანან და აშუქებენ მოვლენებს. გუშინ სასამართლო პროცესზე ჩვენ ვნახეთ, რა ბრალდებებია საქართველოში მის მიმართ და, როგორც ჩანს, ხელისუფლებას უნდა მოკლას მიხეილ სააკაშვილი და მრავალი წლით გაუშვას ციხეში. თუ თქვენ არ გჭირდებათ ის საქართველოში, დაგვიბრუნეთ უკრაინაში. ჩვენ ის გვჭირდება”, — განაცხადა ლიზა იასკომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი