ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური დელეგაცია ბელარუსში ვიზიტს მართავს

2 დეკემბერი, 2021 • 1215
აფხაზური დელეგაცია ბელარუსში ვიზიტს მართავს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრები, მათ შორის ყოფილი საგარეო მინისტრი დაურკ კოვე, რომელიც რამდენიმე დღის წინ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტზე დაინიშნა, ბელარუსში ვიზიტს მართავს. აფხაზურ დელეგაციაშია დე ფაქტო განათლების მინისტრი ინალ გაბლიაც.

აფხაზური მხარე ბელარუსში ხვდება რესპუბლიკური საზოგადოებრივი გაერთიანების “ბელაია რუს” ხელმძღვანელის მოადგილეს ალექსანდრ შატკოს. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს. შეხვედრის ბოლოს კი პარტია “ედინაია აფხაზიამ” [“Единая Абхазия”] და ორგანიზაციამ “ბელაია რუს” [“Белой Русь”] შეთანხმება გააფორმეს “ორი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების დაახლოების მიზნით”.

უკანანასკნელი თვეების განმავლობაში სოხუმსა და ცხინვალში გარკვეული განცხადებები კეთდება ბელარუსის მიერ მათი დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარების საკითხზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი