ახალი ამბები

სტოლტენბერგი: რეფორმები გადამწყვეტია საქართველოს და უკრაინის გაძლიერებისთვის

1 დეკემბერი, 2021 • 1199
სტოლტენბერგი: რეფორმები გადამწყვეტია საქართველოს და უკრაინის გაძლიერებისთვის

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რიგაში გამართულ ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, რომლის პირველ ნაწილს საქართველო და უკრაინაც დაესწრნენ, ნატოს რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობა განიხილეს.

“ჩვენ განვიხილეთ რეფორმების წინ წაწევის მნიშვნელობა. კანონის უზენაესობის გაძლიერება და დემოკრატია, კორუფციასთან ბრძოლა, უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროების გარდაქმნის გაგრძელება, ეს რეფორმები საკვანძოა, რათა ორივე ქვეყანა — საქართველო და უკრაინა — უფრო ძლიერი და მედეგი გახდეს”, — განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთი აგრძელებს აგრესიულ და დესტაბილიზაციის გამომწვევ მოქმედებებს მისი მეზობლების წინააღმდეგ, სამხედრო გაფართოებას უკრაინის ტერიტორიაზე და მის ირგვლივ.

“ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად და ავიცილოთ ესკალაცია. მინისტრებმა ნათლად დააფიქსირეს, რომ ნებისმიერ მომავალ რუსული აგრესიას მაღალი ფასი ექნება და სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის. საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს ძველი და ახლო პარტნიორები, ჩვენი მისიების და ოპერაციების კონტრიბუტორები და ისწარფვიან წევრობისკენ. მინისტერებმა დაადასტურეს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებების ერთგული ვრჩებით. ჩვენი მხარდაჭერა მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია და ვაძლიერებთ მათ მხარდაჭერას — ვავითარებთ მათ თავდაცვის შესაძლებლობებს. გვაქვს ერთობლივი წვრთნები და სწავლებები. უზრუნველვყოფთ საზღვაო მხარდაჭერას და ინფორმაციის გაცვლას”, — განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი