ახალი ამბები

კალაძემ თბილისის მთავრობის შემადგენლობა წარადგინა

30 ნოემბერი, 2021 • 2659
კალაძემ თბილისის მთავრობის შემადგენლობა წარადგინა

მეორე ვადით არჩეულმა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის შემადგენლობა წარადგინა. დედაქალაქის მთავრობაში ერთი ქალიც არ არის. საქალაქო სამსახურებისა უფროსებისა და მერის მოადგილეების პოსტებზე მხოლოდ კაცები არიან წარდგენილნი.

თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას კვლავ ირაკლი ხმალაძე დაიკავებს. მერის მოადგილეების პოსტზე წარდგენილი არიან ილია ელოშვილი, ირაკლი ბენდელიანი, ანდრია ბასილაია.

საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატები არიან:

  • მერიის ადმინისტრაცია — ვლადიმერ ჭიღლაძე;
  • ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური — გიორგი აბუთიძე;
  • ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური — ვახტანგ ლომჯარია;
  • გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური — გიგა გიგაშვილი;
  • კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური — ირაკლი გვილავა;
  • იურიდიული საქალაქო სამსახური — სერგო ბირკაძე;
  • ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური — გელა ჩივიაშვილი;
  • შესყიდვების საქალაქო სამსახური — გიორგი პაპავა;
  • საფინანსო საქალაქო სამსახური — გაიოზ თალაკვაძე;
  • უსაფრთხოების საქალაქო სამსახური — ნიკოლოზ ჭონქაძე;
  • მუნიციპალური ინსპექცია — კახა გულედანი.

თბილისის მერის მოადგილეების და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს შორის საკადრო ცვლილება არ არის. თბილისის მთავრობას საკრებულო, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დაამტკიცებს.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობას არ საჭიროებს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა, რომელსაც ისევ ვიქტორ წილოსანი დაიკავებს. თბილისის განვითარების ფონდს ლევან ჯღაკავა უხელმძღვანელებს, ხოლო ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე კვლავ ირაკლი თავართქილაძე იქნება. არქიტექტურის სამსახურს თეიმურაზ ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს.

“მათ კარგად იციან, რომ მიუხედავად ჩემი პირადი ურთიერთობისა, მკაცრად მოეთხოვებათ პასუხი ყველა იმ მიმართულებაზე, რომელსაც უხელმძღვანელებენ. ქალაქში ბევრი გამოწვევაა, ბევრია გასაკეთებელი და ჩვენ დასაკარგი დრო არა გვაქვს”, — განაცხადა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი