ახალი ამბები

შვედეთის პრემიერი, რომელიც არჩევიდან მალევე გადადგა, ისევ პრემიერად აირჩიეს

29 ნოემბერი, 2021 • 1190
შვედეთის პრემიერი, რომელიც არჩევიდან მალევე გადადგა, ისევ პრემიერად აირჩიეს

შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი, რომელიც თანამდებობაზე არჩევიდან მალევე გადადგა, ისევ პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.

პირველად პრემიერ-მინისტრად გასულ კვირას აირჩიეს, მაგრამ იმის გამო, რომ მის კოალიციაში შემავალმა ერთ-ერთმა პარტიამ გაერთიანება დატოვა, გადადგა.

მაშინ ანდერსონი აცხადებდა, რომ შვედეთის კონსტიტუციური პრაქტიკა იყო მთავრობის გადადგომა მაშინ, როდესაც კოალიციას ერთ-ერთი პარტია ტოვებს.

ამჯერად ანდერსონი უმცირესობის მთავრობის ჩამოყალიბებას შეძლებს, რომელშიც თანამდებობებს მხოლოდ სოციალ-დემოკრატები დაიკავებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წევრები მხოლოდ სოციალ-დემოკრატები იქნებიან, მათ მაინც დასჭირდებათ სხვა პარტიების მხარდაჭერა სხვადასხვა პოლიტიკის დამტკიცებისას.

ასევე, ანდერსონი იძულებული იქნება, რომ ქვეყანა სამი ოპოზიციური პარტიის, მათ შორის ულტრამემარჯვენე „შვედი დემოკრატების“ მიერ დამტკიცებული ბიუჯეტით მართოს. ბიუჯეტი დამტკიცდა გასულ კვირას, მაგდალენა ანდერსონის გადადგომის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი