29 ნოემბრის მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით 1 თეთრით გამყარდა: ერთი აშშ დოლარი 3.0867 ლარი ღირს.
2021 წლის 28 ივლისის შემდეგ, ეს ლარის ყველაზე მყარი კურსია.

წყარო: სებ
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 29 ნოემბერს ლარის კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებით ასეთია:
- 1 ევრო = 3.4931 ლარი;
- 1 გირვანქა სტერლინგი = 4.1233.
დღეს დადგენილი ოფიციალური კურსი ხვალიდან შედის ძალაში.