ახალი ამბები

შევარდნაძეს საპარლამენტო კომისია იბარებს

25 თებერვალი, 2010 •
შევარდნაძეს საპარლამენტო კომისია იბარებს

ზვიად გამსახრდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ ექსპრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს კომისიაზე მისვლისთვის დღეს ოფიციალური წერილი გაუგზავნა.

წერილში აღნიშნულია, რომ კომისიაში შესული მასალების ანალიზის საფუძველზე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია მოისმინოს შევარნაძის პასუხი რამდენიმე კითხვაზე.

კომისიის წევრები შევარდნაძეს შეხვედრას სთავაზობენ პარლამენტში ან ერთ-ერთ სატელევიზიო არხის პირდაპირ ეთერში.
საპარლამენტო კომისიის  სხდომაზე თენგიზ სიგუას მოსმენისას ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციით ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დაინტერესებაზე კომისიაში ეჭვები გაჩნდა.

სიგუამ საეჭვოდ მიიჩნია რუსეთის ფედერაციის ექსპრეზედენტ, ბორის ელცინის ზარი ედუარდ შევარდნაძესთან.
მისი თქმით, ბორის ელცინმა ედუარდ შევარდნაძეს შესთავაზა, საქართველო ორ ნაწილად – დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოებად. დასავლეთ საქართველოს მეთაურად ყოფილიყო ზვიად გამსახურდია, აღმოსავლეთ საქათველოსი კი ედუარდ შევარდნაძე.

თენგიზ სიგუას აზრით ამის განხორციელება სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა ედუარდ შევარდნაძეს;  “ამან დააჩქარა მოვლენები, რაც შემდეგ განვითარდა”, – განაცხადა სიგუამ.

სხდომაზე სიგუამ ასევე განაცხადა, რომ სატრანსპორტო პოლიციის ყოფილმა უფროსმა გია გულუამ საქართველოში ნარკოტრანზიტის სქემა გახსნა.

,,ინფორმაცია მომაწოდა და მე ვურჩიე ედუარდ შევარდნაძესთვის მიემართა, თუმცა მან მითხრა, რომ შევარდნაძისგან მოდიოდა და მან არც მომისმინაო. ამ შემთხვევიდან სამი დღის შემდეგ, გია გულუა მოკლეს’’, – აღნიშნა სიგუამ.
გია გულუა ორ თანამშრომლეთან ერთად 1994 წლის 20 აპრილს, ნუცუბუიძის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან ჩაცხრილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი