სამშენებლო დეველოპერული კომპანია „გუმბათი ჯგუფი“ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში უძრავი ქონების საერთაშორისო ფესტივალში იღებს მონაწილეობას.
უძრავი ქონების გამოფენა SIMA EXPO 26 – 28 ნოემბერს იმართება, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სამშენებლო კომპანიები საკუთარ პროექტებს წარუდგენენ ვიზიტორებს.
როგორც გამოფენის ესპანური ორგანიზატორები აღნიშნავენ, წელს SIMA EXPO-ზე წარმოდგენილია სრულიად განსხვავებული კონცეფციის მქონე სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები; წლევანდელ გამოფენაზე უპირატესობა მიენიჭა კომპანიებს, რომლებიც ადამიანებს, გარდა საცხოვრებელი სივრცეებისა, სთავაზობენ მომსახურების მრავალფეროვნებას – ცხოვრების, დასვენების და გართობის სერვისების ჩათვლით.
„გუმბათი ჯგუფი” მადრიდის უძრავი ქონების საერთაშორისო ფესტივალზეროგორც „გუმბათი ჯგუფის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ გაბელია განმარტავს, მადრიდის გამოფენაზე კომპანია წარმოდგენილია ორი მიმდინარე პროექტით. ასევე ესპანურ საზოგადოებას აცნობენ ქართულ საინვესტიციო გარემოს და დაინტერესებულ პირებთან, თუ კომპანიებთან საქმიანი კავშირების სამომავლო გეგმებს განიხილავენ.
„გამოფენაზე საქართველოდან მხოლოდ „გუმბათი ჯგუფია“ წარმოდგენილი. ვფიქრობთ, საქართველოს აქვს იმის პოტენციალი და რესურსი, რომ საერთაშორისო ბაზარზე სხვა წამყვან დარგებთან ერთად წარმოდგენილი იყოს სამშენებლო სფეროთიც. უნდა აღინიშნოს, რომ შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა, რადგან ძალიან დიდი დაინტერესება გამოხატეს ვიზიტორებმა „გუმბათი ჯგუფის“ მიმართ, არაერთ დაინტერესებულ პირთან გაიმართა შეხვედრა და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.“
„გუმბათი ჯგუფი” მადრიდის უძრავი ქონების საერთაშორისო ფესტივალზე
ამგვარ გამოფენებში მონაწილეობა კომპანიას არამხოლოდ ქართულ, არამედ ესპანურენოვან ბაზარზე ოპერირების პერსპექტივას უჩენს. ეს ერთგვარი საშუალებაა საერთაშორისო პარტნიორებთან კავშირების დასამყარებლად, რაც ჩვეულებრივ, სამომავლოდ ახალ საქმიან ურთიერთობებს და ერთობლივ პროექტებს გულისხმობს.
უძრავი ქონების ევროპულ ფესტივალზე „გუმბათი ჯგუფი“ პირველადაა. თუმცა, მსგავს ღონისძიებებში აქამდეც მიუღიათ მონაწილეობა დსთ-ს არაერთ ქვეყანაში.
„ჩვენს კომპანიას კონკრეტულად ამ ფესტივალზე პავილიონში წარმოდგენილი აქვს ბათუმში, გონიოს ზღვისპირა პროექტი „გუმბათი რეზიდენსი“ და მაქაცარიას ქუჩაზე, პორტთან ახლომდებარე პროექტი – „პორტლაინი“. ორივე პროექტი საინვესტიციოა, დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ გარანტირებულ შემოსავალსა და აპარტამენტის მართვის სერვისს, სხვა დამატებით შესაძლებლობებით“, – ამბობს თამარ გაბელია.
„გუმბათი ჯგუფი” მადრიდის უძრავი ქონების საერთაშორისო ფესტივალზე
სამშენებლო დეველოპერული კომპანია „გუმბათი ჯგუფი“ 23 წელია ოპერირებს საქართველოში. არაერთი პროექტი აქვს ბათუმში, თბილისსა და ბაკურიანში.
„გუმბათი ჯგუფს“ თბილისში ორი ოლიმპიური სტადიონი აქვს აშენებული. დღეისათვის კომპანიას ფლობს მიმდინარე პროექტებს ბათუმში, თბილისსა და ბაკურიანში.
სამომავლოდ გუმბათი ჯგუფი, საზოგადოებას ბათუმსა და თბილისში ახალ სამშენებლო პროექტებს წარუდგენს.
გუმბათი ჯგუფი – ვაშენებთ ყველგან სადაც საქართველოა!
„გუმბათი ჯგუფი” მადრიდის უძრავი ქონების საერთაშორისო ფესტივალზე