ახალი ამბები

რუსეთში ალექსანდრე ებრალიძე დააკავეს

25 ნოემბერი, 2021 • 3448
რუსეთში ალექსანდრე ებრალიძე დააკავეს

სანქტ-პეტერბურგში ქართული წარმოშობის ბიზნესმენი, ალექსანდრე ებრალიძე დააკავეს, იტყობინება გამოცემა „ინტერფაქსი“.

გამოცემის წყაროს ცნობით, ებრალიძის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის 160-ე მუხლით მიმდინარეობს – [თანხების] მითვისება ან გაფლანგვა.

მედიის ცნობით, საქმე დაკავშირებულია 2016 წელს „კონსტანს ბანკიდან“ 3 მილიარდი რუბლის (40 მილიონი აშშ დოლარი) დაკარგვასთან. იმავე წელს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა „კონსტანტს“ ლიცენზია ჩამოართვა. ბანკის მფლობელი სწორედ ებრალიძე იყო.

ამ ეტაპზე ოფიციალური უწყებები ებრალიძის დაკავებაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ებრალიძე რუსეთში სხვადასხვა კომპანიას ფლობს. 2009 წელს მან დააარსა „საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი“. იმავე წლის მაისში განაცხადა, რომ გეგმავდა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში  მონაწილეობასა და რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი