ახალი ამბები

სააკაშვილის გასინჯვას ბადრაგი აღარ ესწრება, მოგვარებულია ფანჯრის საკითხიც – ომბუდსმენი

23 ნოემბერი, 2021 • 3792
სააკაშვილის გასინჯვას ბადრაგი აღარ ესწრება, მოგვარებულია ფანჯრის საკითხიც – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო შემოწმებას ბადრაგი აღარ ესწრება. ამის შესახებ  მან დღეს, 23 ნოემბერს, სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ასევე მოგვარებულია ფანჯრის პრობლემაც და სააკაშვილს სუფთა ჰაერის სუნთქვა შეუძლია.

თუმცა, როგორც ლომჯარია ამბობს, როდესაც სააკაშვილი სიარულს შეძლებს, სასეირნო სივრცის საჭიროებაც დადგება.

„გარკვეული საკითხები, რაზეც ჩვენ შენიშვნა მივეცით წინა ვიზიტის დროს, გამოსწორებულია. მაგალითად, ბადრაგი აღარ ესწრება მის სამედიცინო შემოწმებას. ამ წუთას პრობლემაა ის, რომ გარკვეული პირადი ნივთები და ჰიგიენის ნივთები სჭირდება, ასევე, სასეირნო სივრცის საჭიროებაც დადგება, როდესაც მას უკვე ფიზიკურად შეეძლება ამის გაკეთება და ეს მოსაგვარებელია და გადავცემთ ამ ინფორმაციას პენიტენციურ სამსახურს. ფანჯარას რაც შეეხება, ეს საკითხი მოგვარებულია და დღეს აქვს უკვე სუფთა ჰაერზე სუნთქვის საშუალება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი