ახალი ამბები

“დაყაჩაღების მიზნით ბანკში შეიჭრა, თუმცა ვერ შეძლო და მიმალვა სცადა” – შსს

23 ნოემბერი, 2021 • 1529
“დაყაჩაღების მიზნით ბანკში შეიჭრა, თუმცა ვერ შეძლო და მიმალვა სცადა” – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს, 23 ნოემბერს დაკავებული პირი „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის დაყაჩაღებას ცდილობდა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიმალვა სცადა.

უწყების განცხადებით, პოლიციის თაანმშრომლებმა თავდამსხმელი შემთხვევის ადგილის მიმდებარედ რამდენიმე წუთში დააკავეს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ტ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ტ. მიმდინარე წლის 23 ნოემბერს ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ერთ- ერთ ფილიალში დაყაჩაღების მიზნით შეიჭრა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიმალვა სცადა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო მოქმედებების შედეგად, იგი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთში დააკავეს“, – აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი