ახალი ამბები

ლომჯარიას ვარაუდით, მთავრობამ სტრასბურგის რეკომენდაციაზე სააკაშვილის გადაყვანამდე იცოდა

23 ნოემბერი, 2021 • 2362
ლომჯარიას ვარაუდით, მთავრობამ სტრასბურგის რეკომენდაციაზე სააკაშვილის გადაყვანამდე იცოდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ვარაუდობს, რომ 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილისთვის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზების მომენტისთვის, მთავრობისთვის ცნობილი იყო სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შესახებ.

19 ნოემბრის წერილით სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაავალა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის მოსაზრების გათვალისწინება. წერილი სააკაშვილის დაცვის მხარემ 3 დღის დაგვიანებით, მხოლოდ 22 ნოემბერს გაასაჯაროვა. იუსტიციის სამინისტრომ კი განმარტა, რომ წერილი 19 ნოემბერს საღამოს, მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

“მე მტკიცებულებები არ მაქვს და არ ვიცი, როდის მიიღო ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოსგან ოფიციალური დოკუმენტი, თუმცა ვვარაუდობ, რომ მათ იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად, იმიტომ, რომ სააკაშვილის ადვოკატებს წარდგენილი ჰქონდათ სასამართლოში სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა. შესაბამისად, მაღალია ალბათობა, რომ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ იცოდნენ, სასამართლო დაეყრდნობოდა ამ ექსპერტიზის გადაწყვეტილებას”, — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამ თემაზე:

რა წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში სააკაშვილის მოთხოვნაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი