ახალი ამბები

ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავზე გორში სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

23 ნოემბერი, 2021 • 1249
ვარდების რევოლუციის  მე-18 წლისთავზე გორში სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

დღეს, 23 ნოემბერს, გორში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.

როგორც აქციის ორგანიზატორი, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, გორის ჰოსპიტალში, სადაც სააკაშვილი იმყოფება, ვერ მივიდნენ და აქცია სიმბოლურად გორში, იმ ქუჩაზე გამართეს, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდს უკავშირდება. აქცია გორის ისტორიულ ნაწილში, გორის ციხის მიმდებაარედ გაიმართა.

ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავზე აქციაზე მისულმა მოქალაქეებმა ფურცლები მიიტანეს, წარწერით – მადლობა. მათ ასევე გაუშვეს წითელი და თეთრი ბუშტები და გაშალეს ქოლგები, წარწერით – FreeMisha.

„გორში ჩამოვედი მიშასთან, ახლოს ვერ მივედით იმიტომ, რომ პირობის დარღვევაში არ დაგვადანაშაულონ. შემდეგ მოვიკითხეთ კონკრეტული ადგილი, რაც უკავშირდება მიშას და მითხრეს, რომ არის ასეთი ქუჩა, რომელიც მან გააკეთა. ჩემს მეგობრებს ვთხოვე, რომ დამხმარებოდნენ ამის[მადლობის] სათქმელად, უნდა ვუთხრათ ეს მას.

დღევანდელი 23 ნოემბერი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მისი მთავარი შემქმნელი ახლა გისოსებს მიღმაა. ამიტომ ყველა ადგილს და შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ ვუთხრა, რომ გვახსოვს“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

დღესვე, ნანუკა ჟორჟოლიანის ორგანიზებით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი