ახალი ამბებისამართალი

სტრასბურგმა უარი უთხრა ომბუდსმენს სააკაშვილის საქმეში მე-3 მხარედ ჩართვაზე დროებითი ზომის ფარგლებში

19 ნოემბერი, 2021 •
სტრასბურგმა უარი უთხრა ომბუდსმენს სააკაშვილის საქმეში მე-3 მხარედ ჩართვაზე დროებითი ზომის ფარგლებში

ნინო ლომჯარიას განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ ომბუდსმენის აპარატს უარი უთხრა დროებითი ზომის ფარგლებში სააკაშვილის საქმეზე მე-3 მხარედ ჩართვაზე.

ნინო ლომჯარიას თქმით, სტრასბურგმა მათ მისწერა, რომ ამგვარ პროცედურას სასამართლო მხოლოდ მაშინ ითვალისწინებს, როდესაც საქმის არსებითი განხილვა იწყება. სააკაშვილის საქმეზე კი, როგორც ცნობილია, ჯერ არსებითი განხილვა არ დაწყებულა.

როგორც ლომჯარიამ ტვ პირველზე ლიეტუვიდან ჩაართვისას განაცხადა, შაბლონური აკრძალვა, რომ დროებითი ზომის ფარგლებში მე-3 მხარის ჩართვა არ შეიძლება, სტრასბურგს არ აქვს, თუმცა სასამართლოში ასეთი დამკვიდრებული პრაქტიკა არსებობს. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატმა სცადა ამ პროცესში მე-3 მხარედ ჩართვა, თუმცა სასამართლომ პროცედურული მოტივით უარი განაცხადა. ლომჯარიას თქმით, ისინი სტრასბურგს მიმართავენ, როდესაც საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.

დააკმაყოფილა თუ არა სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე? კითხვაზე იურისტების მოკლე პასუხია “დააკმაყოფილა” — სასამართლომ გამოიყენა დროებითი ღონისძიება, თუმცა არა იმ შინაარსით, რომელსაც მომჩივანი ისურვებდა.

ვრცლად ამ თემაზე

რა წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში სააკაშვილის მოთხოვნაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი