ახალი ამბები

ეკატერინე ტიკარაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩავა

19 ნოემბერი, 2021 • 934
ეკატერინე ტიკარაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩავა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩავა.

ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი 18:00 საათზე შედგება.

მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. ის ამბობს, რომ შეწყვეტს შიმშილობას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.

იუსტიციის სამინისტრო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც 50-ე დღეა შიმშილობს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

ჯერჯერობით უცნობია მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გორის ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის ინციიატივით შექმნილმა დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფმა, ისევე, როგორც მთავრობის მიერ შექმნილმა და ალტერნატიულმა კონსილიუმებმა, მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, რასაც მთავრობა ამ დრომდე არ ასრულებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი