ახალი ამბებიეკონომიკა

უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა და 19.5% გახდა — საქსტატი

19 ნოემბერი, 2021 • 1852
უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა და 19.5% გახდა — საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 19.5 პროცენტი შეადგინა.

უმუშევრობის დონე, წინა კვარტალთან შედარებით, შემცირებულია 2.6 პროცენტით.

უმუშევრობის დონე საქართველოში კვარტლების მიხედვით; 2018-2021 წყარო: საქსტატი

საქსტატის მიხედვით, 2021 წლის III კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 52.8 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით და 42.5 პროცენტს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.8 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.7 პროცენტული პუნქტით

მასალების გადაბეჭდვის წესი