“ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი უნდა იყოს ეკონომიკური აღმავლობა, პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება”, – განაცხადა შერიგების მინისტრმა თეა ახვლედიანმა დღეს, 18 ნოემბერს, პარლამენტში გამოსვლის დროს.
“ჩვენ ვხედავთ ახლებური ხედვებისა და მიდგომების საჭიროებას და ამ მიმართულებით ვგეგმავთ კიდევ უფრო აქტიურ მუშაობას, რომ ყველამ ერთად მივაღწიოთ მთავარ მიზანს – ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ, მშვიდობიან და ევროპულ საქართველოში.
ევროპული ღირებულებებისადმი ჩვენი კუთვნილების კიდევ ერთი ცალსახა დასტურია ის ფაქტი, რომ ჩვენს ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებით მდიდარ ქვეყანაში თანასწორობისა და დემოკრატიის იდეებისა და პრინციპების რეალიზება ხელისუფლებას აყვანილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკის უმაღლეს რანგში, რასაც კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს ჩვენი ათწლიანი სტრატეგია”, – აცხადებს მინისტრი.