ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თბილისი აფხაზებთან და ოსებთან ვაჭრობის განვითარების საჭიროებაზე საუბრობს

18 ნოემბერი, 2021 • 1321
თბილისი აფხაზებთან და ოსებთან ვაჭრობის განვითარების საჭიროებაზე საუბრობს

“ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი – გაყოფილ საზოგადოებებს შორის ვაჭრობის განვითარებაა, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია შერიგებისა და ნდობის აღდგენის გზაზე”, – განაცხადა შერიგების მინისტრმა თეა ახვლედიანმა დღეს, 18 ნოემბერს პარლამენტში გამოსვლისას.

მისივე განცხადებით, “მზარდი ინტერესის გათვალისწინებით”,  მომავალ წლებში საქართველომ გეგმა უნდა განავითაროს ვაჭრობის ხელშეწყობის პროცესის  და უზრუნველყოს ორივე რეგიონში წარმოებული პროდუქციის საგარეო ბაზრებზე წვდომაც – “საქართველოს უპირატესი საექსპორტო შესაძლებლობების გამოყენებით, მათ შორის, DCFTA-ს ფარგლებში”.

თეა ახვლედიანის თქმით, ასევე, პანდემიური წლის მიუხედავად, დაარსდა და სრულფასოვნად ამოქმედდა უნიკალური ფინანსური მექანიზმი „მშვიდობის ფონდი“, რომლის ფარგლებშიც ჩატარებული ორი საგრანტო კონკურსის შედეგად, ორივე რეგიონიდან შევიდა 100-ზე მეტი კვალიფიციური განაცხადი, რომელთაგან, როგორც ის აცხადებს, 50-მდე ბიზნესპროექტი დაფინანსდა და უმეტესება “უკვე წარმატებით ხორციელდება”.

“ვაჭრობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში მიღწეული პროგრესი ადასტურებს სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს და შვეიცარიის მთავრობებს ფონდის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა მინისტრმა.

თეა ახვლედიანი საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას. ფოტო: შერიგების სამინისტრო; 18.11.2021

მასალების გადაბეჭდვის წესი