კონსილიუმის წევრი ერთ-ერთი ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია აცხადებს ეკა ტიკარაძის პოზიციას:
„მე მგონი, ორივე ჯგუფმა [კონსილიუმმა] შეძლო, არგუმენტები მოეყვანა და დაერწმუნებინა ჯანდაცვის მინისტრი, რომ ჯანდაცვის სამინისტროც იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა“, – განაცხადა მან.
„ეკატერინე ტიკარაძის პოზიციაა, როგორც ექიმისა, რომ ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს და ალბათ შეეცდება… დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში“, – განაცხადა გრიგოლიამ.
მისი თქმით, „ექიმების, მინისტრის და მინისტრის მოადგილის აზრი ემთხვევა ერთმანეთს“.
თუმცა, როგორც ექიმმა განაცხადა „გადაყვანის გადაწყვეტილებას ვერც ექიმები წყვეტენ და ვერც ჯანდაცვის სამინისტრო”.