ახალი ამბები

რეანიმატოლოგის თქმით, სააკაშვილი სტაბილურადაა

18 ნოემბერი, 2021 •
რეანიმატოლოგის თქმით, სააკაშვილი სტაბილურადაა

21:05 – განახლება: რეანიმატოლოგი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები გამოსწორებულია, იგი კონტაქტურია, ცნობიერება აქვს ადეკვატური და „ეკრანზე უყურებს, რა ხდება“ გლდანის ციხის საავადმყოფოსთან.


რეანიმატოლოგი გულიკო ქილიფთარი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სტაბილურადაა.

„პაციენტი არის აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში. ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში“, – განაცხადა მან.

„მოვედი, რომ მენახა პაციენტი და ასეთი რამ მოხდა შემთხვევით. თუმცა ხანმოკლე, მცირე რეანიმატოლოგიური ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა სტაბილურადაა“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

დამატებით კითხვაზე, რას გულისხმობს „შემთხვევითობაში“, როდესაც სააკაშვილი 40 დღეზე მეტია შიმშილობს, განაცხადა:

„არა, შემთხვევით კი არ მოხდა, მე მოვხვდი შემთხვევით აქ დღეს. ის არ მომხდარა [შემთხვევით]. მე ვარ მოსული პრეზიდენტთან“.

კითხვაზე, იქ „შემთხვევით“ რომ არ ყოფილიყო, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, განაცხადა:

„პაციენტთან ყოველდღე მორიგეობს რეანიმაციული ბრიგადა და ის მიიღებდა სათანადო მკურნალობას“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი