საქართველოს რეგიონებს შესაძლოა ისტორიული სახელები შეეცვალოს

საქართველოს რეგიონებს შესაძლოა ისტორიული სახელები შეცვალო –ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის თავმჯდომარე  ავთანდილ დემეტრაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა.

 საქართველოს მხარეებს შესაძლოა ისტორიული სახელები შეცვალო –ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის თავმჯდომარე  ავთანდილ დემეტრაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა.

 საქართველოს მხარეებს შესაძლოა ისტორიული სახელები შეუცვალონ. ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის თავმჯდომარე  ავთანდილ დემეტრაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა.

 „თუ ტერიტორიული მოწყობის ის პროექტი გავიდა, რომელსაც ჩვენ ვფიქრობთ, ეს შეიძლება იყოს ასიმეტრიული რეგიონალიზმის პრინციპზე დაყრდნობით შექმნილი უნიტარული სახელმწიფო. ზოგიერთ სუბიექტს უფრო მეტი უფლებები ექნება, ზოგიერთს ნაკლები. ჩვენი წინადადებაა, რომ შეიქმნას მსხვილი ტერიტორიული ერთეულები”.

  “დღეს საქართველოს შემადგენლობაში განსაკუთრებული სტატუსით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, აფხაზეთის ავტომონიური რესპუბლიკა და თბილისია. ესენი განსაკუთრებული სტატუსის მქონე სუბიექტები არიან. ცხინვალზე ვერ ვიტყვით რეალურად რა არის, ვინაიდან ეს გაუქმებული ოლქია, მაგრამ მასაც რაღაცა სტატუსი ექნება. გარდა ამისა უნდა იყოს მსხვილი ტერიტორიული ერთეულები – ჩვენ ამას მხარეს ვუწოდებთ”.

 “პირობითად რომ ვთქვათ, იქნება ვთქვათ, კახეთის მხარე”, – ამბობს კომისიის თავმჯდომარე. დემეტრაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით  წინააღმდეგობა ძალიან დიდია:

 “ამბობენ, რომ მათ ისტორიული სახელები არ უნდა დავარქვათ, ვინაიდან  ამან შეიძლება გამოიწვიოს სეპარატიზმის გაღვვივება“.

 მისივე თქმით, აჭარა საერთაშორისო ვალდებულებებში არის დაფიქსირებული და მის სახელს  ვერავინ შეცვლის. არც აფხაზეთის სახელი შეიცვლება. თუმცა, ”მხარეები სხვა საკითხია “:

 „მე ვერავითარ საფრთხეს ვერ ვხედავ. მაგრამ, პოლიტიკური ელიტის ნაწილი წინააღმდეგია, რომ საერთოდ მოხდეს ისტორიული მხარეების აღდგენა. ამიტომ ვიკავებთ თავს ჩვენი პოზიციის დაფიქსირებისგან. მმართველობის ფორმის თაობაზე ჩვენ  საბოლოოდ ჩამოყალიბებული აზრი გვაქვს. მაგრამ, ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი საფიქრალია“, – თვლის ავთანდილ დემეტრაშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დათო ყანჩაშვილი