ახალი ამბებირეკლამა

რე|ბანკი Tbilisi Mural Fest 2021-ის სპონსორია

16 ნოემბერი, 2021 • 767
რე|ბანკი Tbilisi Mural Fest 2021-ის სპონსორია

რე|ბანკი უკვე მესამე წელია TBILISI MURAL FEST-ის სპონსორია. წინა წლების მსგავსად, წელსაც ცნობილი უცხოელი და ქართველი სტრიტ არტისტების მიერ მოიხატა ქალაქის 8 კედელი. პროექტი ჩატარდა თბილისის მერიის მხარდაჭერით.

რე|ბანკის უშუალო დაფინანსებით წელს თბილისში მოიხატა დამატებით ოთხი კედელი:

– Monkeybird, საფრანგეთი – მ.წინამძღვრიშვილის 97
– Faith XLVII, სამხრეთ აფრიკა – ათონელის 4
– ტიაგო მაზა (Thiago Mazza), ბრაზილია – ვარკეთილის III მასივი
– დავით სამხარაძე, საქართველო – ვარკეთილი, ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა 4

პროექტის პოპულარიზაციის მხარდასაჭერად რე|ბანკი იწყებს წამახალისებელ გათამაშებას ინსტაგრამზე, ფეისბუქზე და ტიკ-ტოკზე. გათამაშების წესები და პირობები შეგიძლიათ იხილოთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე https://rbnk.ge/MuralFest21 .

Tbilisi Mural Fest-ის ფარგლებში რე|ბანკის დაფინანსებით მოხატული კედლები შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში: http://rbnk.ge/MuralFest .

„გვეამაყება, რომ ფაქტობრივად დაარსების დღიდან რე|ბანკი თბილისი მურალ ფესტის მხარდამჭერია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორობები და მითუმეტეს ასეთ სასარგებლო ინიციატივებში მონაწილეობა. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ორგანიზატორებს იმისთვის, რომ ასე გვილამაზებენ ქალაქს.“ – ანანო ქორქია, რე|ბანკის მარკეტინგის და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი