ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთი ბელარუსისგან აღიარებას ელოდება | ბიბილოვი

16 ნოემბერი, 2021 • 1807
სამხრეთ ოსეთი ბელარუსისგან აღიარებას ელოდება | ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი იმედოვნებს, რომ ბელარუსი სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებს. ამის შესახებ, როგორც რუსული გამოცემა tass-ი წერს, მან მედიასთან საუბარში განაცხადა.

“ჩვენ დამოუკდებლობის აღიარებას არა მხოლოდ ბელარუსისგან, სხვა სახელმწიფოებისგან ველოდებით. ის ისტორია, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და აერთიანებდა საბჭოთა კავშირს და ის ურთიერთობები ჩვენს ხალხებს შორის, ჩვენი რესპუბლიკის აღიარების საფუძველია”, – ამბობს ბიბილოვი.

ამასთან, ბიბილოვმა იმედი გამოთქვა, რომ სხვა ქვეყნებიც აღიარებენ სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნად.

ამ დრომდე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, სირიას, ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს აქვთ აღიარებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი