ახალი ამბები

უკრაინაში ორჯერ აცრილებს 1000 გრივნას დაურიგებენ

15 ნოემბერი, 2021 • 1167
უკრაინაში ორჯერ აცრილებს 1000 გრივნას დაურიგებენ

უკრაინაში ორჯერადად აცრილ ყველა მოქალაქეს 1000 გრივნას გადაუხდიან, რაც, დაახლოებით 120 ლარის ეკვივალენტი თანხაა.

ამ გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელინსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, თანხა მოქალაქეებს სპეციალური აპლიკაციით – „მოქმედება“ გადაეცემათ, რომლის დახარჯვაც მოქალაქეებს ისეთ აქტივობებში შეეძლებათ, როგორიცაა, მაგალითად, კინოთეატრის ან მუზეუმის ბილეთი, სპორტდარბაზის აბონემენტი და სხვა.

აღიშნული პროგრამა 19 დეკემბერს დაიწყება და მასზე 3 მილიარდი გრივნას გამოყოფა იგეგმება.

„ჩვენ გვესმის, რომ სმარტფონი და „მოქმედება“ ყველას, სამწუხაროდ, არ აქვს, ამიტომ ეს პროგრამა იმოქმედებს არაერთი თვე. სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ თანხის მიღების ალტერნატიულ გზებსაც, კერძოდ, ხანდაზმული მოსახლეობისთვის“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი