ახალი ამბები

„დროას“ წევრებმა თბილისის ხიდებიდან ბანერები გადმოფინეს

15 ნოემბერი, 2021 • 936
„დროას“ წევრებმა თბილისის ხიდებიდან ბანერები გადმოფინეს

პარტია “დროას” წევრებმა თბილისის ხიდებიდნ საპროტექსტო ბანერები გადმოფინეს.

მათ შორის, პარტიის წევრებმა მშვიდობის ხიდიდან და ჯანდაცვის სამინისტროს მიმდებარედ გადმოფინეს ბანერები, წარწერით „მე ვარ სуსი, გისმენ და გაკონტროლებ!“ და „მე ვარ цესკო და მე წაგართვი არჩევნები!“

„დროას“ ბანერი მშვიდობის ხიდზე

„დროას“ ბანერი ჯანდაცვის სამინისტროს მიმდებარედ

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში მე-13 დღეა შიმშილობს შიმშილობს.

ხოშტარია, რომელიც მე-13 დღეა შიმშილობს, ამბობს, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ამ ეტაპზე მხოლოდ მედიკამენტოზურ გადასხმებს დათანხმდა.

„გუშინ ექიმმა გააკეთა განცხადება ჩემს ჯანმრთელობაზე, რომ ცოტა დამძიმდა.

მოკლედ, ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს (მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ, თირკმელი ვერ გაუძლებს. შემომთავაზა ჰოსპიტალიზაცია, ამაზე უარს ვამბობ. აქედან გამომდინარე დავთანხმდი ამ ეგაპზე გადასხმებს. როდესაც თირკმელის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს“, – წერს ხოშტარია.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, თავს კარგად გრძნობს და – „წამი არ ყოფილა, რომ ვიტანჯებოდე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი