ახალი ამბები

მელიამ სააკაშვილის საკითხზე ახალი წინადადებით მიმართა ხელისუფლებას

14 ნოემბერი, 2021 • 4432
მელიამ სააკაშვილის საკითხზე ახალი წინადადებით მიმართა ხელისუფლებას

ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია ხელისუფლებას სთავაზობს ჯგუფის შექმნას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე იმუშავებს.

დღეს, 14 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე მელიამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილებას მიიღებს, ენმ იღებს პასუხისგებლობას, რომ საავადმყოფოს ახლოს ოპოზიციის აქცია არ გაიმართება.

“ვთვაზობ შესაბამის უწყებას, ჩამოაყლიბოს ჯგუფი სადაც შევა სააკაშვილის პირად ექიმი, ადვოკატი, ოჯახის წევრი, ენმ-ს წევრი, სამოქალაქო საზოგადოების წევრი რათა ყველა დეტალი გავიაროთ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, რომ არ იყოს ექსსესები”, – განაცხადა მელიამ.

მან ხელისუფლებას მიმართა:

“გაქვთ დრო გადაარჩინოთ ადამიანი, რომელსაც კლავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო მოძრაობაა გახდება უმწვავესი, მაგრამ იქნება არაძალადობრივი, ისეთი, რომელიც თქვენ არ გინახავთ. არავინ შეეგუება ჩვენს თვალწინ, ჩვენი უმოქმედებოთ თქვენი გეგმით გვაყურებინოთ მე-3 პრეზიდენტის მკვლელობა”, – განაცხადა მელიამ.

მან ხვალ, 15 ნოემბერს, 14:00 საათზე ავლაბრის მეტროსთაან დააანონსა საპროტესტო აქციის მონაწილეთა შეკრება. ოპოზიცია ხვალ შუადღის საათებში მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დროებით გადაკეტვას გეგმავს პროტესტის ნიშნად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი