ახალი ამბები

ხვალ ენმ ორივე სანაპიროზე მოძრაობის გადაკეტვას გეგმავს

14 ნოემბერი, 2021 • 2853
ხვალ ენმ ორივე სანაპიროზე მოძრაობის გადაკეტვას გეგმავს

ხვალ, 15 ნოემბერს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე ენმ თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკა მელია ავრცელებს.

“ჩვენი აქციებით გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე მე მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ყოველ დღე უფრო მწვავე გახდება! სახლში ჯდომის დრო აღარ არის, თუ გვინდა ქვეყანას ავარიდოთ უბედურება და შემდგომში მრავალწლიანი სამოქალაქო გახლეჩა! გთხოვთ ყველას, ვისაც ხვალ გაქვთ გადაუდებელი საქმე, არ დაგეგმოთ საავტომობილო გზების გამოყენება ამ საათებში! რეჟიმი უნდა ვარყიოთ, სანამ არ ჩამოინგრევა! პ.ს. შემოუერთდით სამართლიან ბრძოლას. გიწვევთ ხვალ აქციებზე და შეკრების ზუსტ ლოკაციებს დღეს საღამოს შეგატყობინებთ”, – ნათქვამია მელიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი