ახალი ამბები

მწერლებმა ტორესა მოსის მხარდასაჭერად აქცია გამართეს

14 ნოემბერი, 2021 •
მწერლებმა ტორესა მოსის მხარდასაჭერად აქცია გამართეს
ქართველმა მწერლებმა ტორესა მოსის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გამართეს.
საქართველოს პენცენტრის წევრი, მწერალი ტორესა მოსი ისევ პატიმრობაში რჩება. არ დაკმაყოფილდა ადვოკატის თხოვნა მისი ხელწერილით გამოშვების თაობაზე. აქცია სწორედ პენცენტრის ორგანიზებით გაიმართა მწერალთა სახლის ეზოში.
“ტორესა მოსი არის არის ადამიანი, რომელიც თუნდაც ამ გაჩუმებული ადამიანების მაგივრად იღებს ხოლმე ხმას და ამ რეჟიმის სისასტიკე უკვე საკუთაარ ტყავზე იწვნია”, – განაცხადა პაატა შამუგიამ.
ტორესა მოსი “გირჩი – მეტი თავისუფლების” მიერ სუს-ის შესასვლელები ბლოკირების აქციისას დააკავეს თელავში ადმინისტრაციული წესით. მისი სასამართლო დღეს იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი