დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა.
ამირან გამყრელიძის თქმით, მაისში გაკეთებული აქვს “სინოფარმის” 2 დოზა, დღეს კი “ფაიზერის” ვაქცინით აიცრა.
“სპეციალურად გავიკეთე “ფაიზერი”, რომ ხალხი დავარწმუნო, რადგან ბევრია მოარული ჭორია ქვეყანაში, თითქოს “ფაიზერს” გაუვიდა ვადა. აგვისტოში თვითონ “ფაიზერმა” და მარეგულირებელმა შეცვალეს რეგულაციები და უკვე ვადა აქვს გამოშვებიდან 9 თვე, თუ ინახება -60, -90 გრადუს ტემპერატურაზე, ხოლო გამოლღობის შემდეგ, ჩვეულებრივ მაცივარში, შეგიძლიათ გამოიყენოთ 30 დღის განმავლობაში. ჩვენ “ფაიზერს” ვინახავთ სამ ადგილას, სადაც -80, -90 გრადუსიანი მაცივრები გვიდგას”, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, დღეს საქართველოში არის 900 000-მდე დოზა “ფაიზერი”, აქედან 700 000 დოზას ვადა აქვს 2021 წლის მარტის ბოლომდე, ხოლო ნაწილს — იანვრის და თებერვლის ბოლომდე.
საქართველოში ბუსტერ დოზის გამოყენება შესაძლებელია 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით, აცრიდან 6 თვეში. 60 წელს ზემოთ პირებში, რომლებიც აცრილები არიან „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“, ბუსტერს დოზის გამოყენება შეუძლიათ 3-დან 6 თვის ინტერვალში.