ახალი ამბები

უკრაინის ომბუდსმენი მიესალმება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას

11 ნოემბერი, 2021 • 969
უკრაინის ომბუდსმენი მიესალმება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა მიესალმება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ.

“სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე და მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა — ამით დაადასტურა მის მიერ საკვებზე, მედიკამენტებისა და ვიტამინების მიღებაზე უარის თქმა. სასამართლომ დაავალა საქართველოს მთავრობას, 24 ნოემბრამდე მიაწოდოს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მკურნალობის შესახებ, რაც მან მიიღო და ასევე, ხელისუფლება რომ უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებასა და სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას”, — წერს დენისოვა და დასძენს, რომ სააკავშილის საქმეს პრიორიტეტი მიენიჭა.

ის აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი 42-ე დღეა შიმშილობს და გლდანის ციხის საავადმყოფო არ აკმაყოფილებს ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს, შესაბანისად, ვერ იქნება სათანადო მკურნალობის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

უკრაინის სახალხო დამცველი მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზებას სათანადო სტანდარტების სამედიცინო დაწესებულებაში, როგორც ამას ითხოვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ასევე თქვა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს საპყრობილეში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება და სათანადო სამედიცინო მომსახურება შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში.

მასალების გადაბეჭდვის წესი